ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ფოროკოლაჟი) ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა

ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, სედეგად კი 17 ადამიანი დაშავდა. დაშაველულებს შორისერთი მოზარდია, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

მიწისძვრა ქალაქ ზაგრებთან ახლოს მოხდა და მან  დიდი ტერიტოია მოიცვა.

ევროპული სეისმოლოგიური სააგენტოს(EMSC) ინფორმაციით, ეს ხორვატიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

მიწისძვრის გამო საავადმყოფოებიდან ხალხის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.

მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი და ფოტოებს ავრცელებს.

“და ამ დროს მიწისძვრა, ხორვატია, ზაგრები 5.3 მაგნიტუდა”. – წერს ფეიქრიშვილი..

კორონავირუსის გამო ხორვატიაში მკაცრი შემზღუდავი ზომები მოქმედებს. აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება. ხორვატიაში კორონავირუსის 235 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

იტვირთბა....