ვებპორტალი „ინტელინიუსი“ აქცეყნებს სტატიას სათაურით – “რატომ აღწევს საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით წარმატებას, როდესაც მრავალი დასავლური ქვეყანა მარცხდება.”
სტატიაში ნიდერლანდებისა და საქართველოს OVID 19-თანC ბრძოლის მეთოდებია შედარებული. როგორც მასალაშია აღნიშნული, საქართველო და ნიდერლანდები კარგი შესადარებელი მაგალითებია, რადგან ორივე ქვეყენაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაახლოებით ერთდროულად გამოვლინდა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის, ნიდერლანდებში კი უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ამ მონაცემებს შორის განსხვავება იმის დამსახურებაა, რომ საქართველომ ყველა საჭირო ზომას მიმართა და მოვლენების განვითარებას არ დაელოდა. მთავრობამ გაატარა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც პირველივე შემთხვევა საზღვარზე დაფიქსირდა და მას ქვეყნის შოიგნით ვირუსი არ შეუტანია.
“კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველომ მიმართა მკაცრ ზომებს პრევენციისა და იმპორტირებული შემთხვევების გამოვლენისთვის. ეს ზომები საკმარისად ეფექტიანი იყო იმისთვის, რომ საქართველოში დაავადების პირველი შემთხვევა საზღვარზე გამოვლინდა. ისინი სწრაფად გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და შეზღუდეს ცნობილი ცხელი წერტილებიდან მგზავრების მიღება. ზოგადად, მათ ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ბევრად ადრე მიმართეს ისეთ აქტიურ ზომებს, როგორიცაა საზოგადოებრივ ადგილებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება. მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი და საზოგადოებისთვის მართავდა რეგულარულ და მკაფიო ბრიფინგებს, როდესაც დანარჩენ ევროპაში კრიზისის ესკალაცია მოხდა, საქართველომ დახურა თავისი საზღვრები და განახორციელა სოციალური დისტანცირების ძლიერი ზომები, დახურა ყველა რესტორანი, ბარი და მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, აფთიაქებისა და საფოსტო ოფისებისა. დღეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა სრულად შეაჩერა და გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო რეისისთვის დაუშვა. ეს ყველაფერი მოხდა ქვეყანაში, სადაც (სტატიის დაწერის მომენტისთვის) კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა“, – წერს ავტორი..
რაც შეეხება ნიდერლანდების მაგალითს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მიხედვით, აქ პირველი შემთხვევის დადასტურებისას თითქმის არანაირი ზომები არ განხორციელებულა.
ავტორის თქმით, ნიდერლანდების მთავრობა მოქმედება მხოლოდ გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის შემდეგ დაიწყო და ძირითადად ნებაყოფლობით სოციალური დისტანცირება დააწესა.
სტატიის ავტორის თქმით, არსებული რეალობა აჩვენებს, რომ უფრო მდიდარი ევროპული ქვეყნები ნაკლებ ეფექტიანად რეაგირებენ.
“ნიდერლანდებში პრიორიტეტი მიენიჭა „პანიკის“ პრევენციას, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად. ნიდერლანდების ხელისუფლება თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის გამოვლენის შანსი „ნულის“ ტოლი იყო, რადგან ქვეყანას უხანთან პირდაპირი რეისი არ ჰქონია.
ქვეყნები კი, რომლებიც 2008 წლის კრიზისის შემდეგაც ტკბებოდნენ შედარებით სიმშვიდითა და კეთილდღეობით, მათ შორის, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, განსაკუთრებით ნელი აღმოჩნდნენ იმისთვისაც კი, რომ საფრთხე ეღიარებინათ,“,- წერია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გლობალურ გამოწვევას საქართველომ, ლიბანმა და საბერძნეთმა აქტიურად უპასუხეს.