ბიზნესი მთავარი ციტატა

“აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“ – გიორგი გახარია

“აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწიყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და თუ კონკრეტული კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა. 

 

იტვირთბა....