ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო საჰაერო მიმოსვლას დღეიდან სრულად წვეტს

დღეიდან საქართველო საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.

„სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთა კოორდინაციით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იტვირთბა....