შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.
მომსახურების სააგენტო დღეიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდებს აუქმებს.
როგორც სააგენტოს განცხადებაში წერია, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე.
“ხოლო, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში”, ნათქვამია განცხადებაში.
სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს მიმატრთონ. ამასთან, ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები მომსახურების გაწევას დროებით წყვეტს.
“ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან”,- აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს ინფორმაქციით, დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში”,- აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
ამასტან, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.