“ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს… ერთ–ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად, მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე, ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება.”
კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი