საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კამპანიას – „დარჩი სახლში!“ შეუერთდა.
როგორც ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თვითიზოლაცია კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა.
„მე პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ექიმების სლოგანს – „დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.