პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით დეფიციტი არ არსებობს.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნული მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ჩიქოვანის ცნობით, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა არ იგეგმება.
“პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საკვებ მარაგებზე პრობლემა არ არსებობს. გუშნ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რომ 7 პროდუქტთან დაკავშირებით ფასების შეკავების მექანიზმი ყოფილიყო. შემუშავებული. დღეს კი ლაპარაკია 9 პროდუქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ იყონ მშვიდად, პროდუქტებზე ფასების ზრდა არ იქნება”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, როგორც ჩიქოქვანი აცხადებს, ჯანდაცვის სექტორი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საწოლების რაოდენობა გამოყოს და ამ თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრს კერძო კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდება.