ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა  განაცხადა, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

“ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

 

იტვირთბა....