სალვადორსა და ნიკარაგუაში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
ახალი ტიპის კორონავირუსი ქვეყანაში არალეგალურად შესულ პირს დაუდგინდა, რომელიც უახლოეს წარსულში იტალიაში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სალვადორის პრეზიდენტმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე მას საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
ნიკარაგუაში კი, კორონავირუსი დაუდგინდა პირს, რომელიც უახლოეს წარსულში პანამაში იმყოფებოდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ჯერჯერობით შეზღუდვების შემოღებას არ აპირებენ.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის გამო ბევრმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდვები დააწესა.