ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისოლი“ და “სმარტი“ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს  საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლი“ და „სმარტი“ სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად ხვალიდან სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს  საკვები პროდუქტებით მოამარაგებს.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით,  ამ გზით კომპანია მოხუცებს შეუმსუბუქებს COVID-19 -თან დაკავშირებულ გადაადგილებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების სირთულეებს.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად,  სამოქალაქო მოძრაობა „მეგობრის“ მოხალისეები „ვისოლის“ საწვავით მოახდენენ „სმარტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეულითა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების მომარაგებას თბილისის მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – (995 32) 2915 315/250/ მობ: (995 99) 320412 ან მიწეროთ მეილზე –  pr@wissol.ge

 

 

 

იტვირთბა....