მთავარი ციტატა

“ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა”

“ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა… ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ ფინანსური და სავალუტო რისკები. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებს”

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი

აღნიშნული განცხადება დავითაშვილმა მედიასთან, პრემიერ მინისტრთან გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

ეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

 

იტვირთბა....