მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა, არაერთმა ქვეყანამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა და თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდვები დააწესა.
მსოფლიოში რამდნეიმე ქვეყანა დარჩა, რომლებიც კორონავირუსთან საბრძოლველად მკაცრ ღონისძიებებს არ ატარებენ.
როგორც “კომერსანტის” მასალაში წერია, შვედეთი იმ რამდენიმე ქვეყანათა შორისაა, სადაც არ მიმართავენ მკაცრ ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა, ქვეყანაში საგანგებო ზომებს არ იღებენ.
დღეის მდგომარეობით, არ დაწესებულა შეზღუდვები საზღვრებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის დროს, არ შეჩერებულა ფრენები, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, რესტორები და სხვა ობიექტებიც ისევ ძველ რეჟიმში მუშაობენ. ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები ეხება მხოლოდ იმათ, ვინ თავს შეუძლოდ გრძნობს და მათ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ არსებობს რეკომენდაციეა ადამიანებს შორის დისტანციის დაცვის თაობაზე. მეტიც, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაავადებული ქირურგი მთელი კვირის მანძილზე მუშაობას აგრძელებდა და ოპერაციებს აკეთებდა. საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევფენის გადაწყვეტილებით, საზღვარზე მოხდება კონტროლი, რაც გაახანგძლივებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურას, თუმცა, თავად საზღვარი ყველასთვის ღია დარჩება.
შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა და მისი სიკვდილიანობა 2%-ს არ აღემატება.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები სავსებით საკმარისია ისეთი დონის დაავადებისთვის, როგორიც კორონავირუსია.