ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადა

რუსეთის ფედერაციამ  2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადა.

მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.

აღნიშინულ ინფორმაციას საია ავრცელებს.

ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. რუსეთს ეს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

იტვირთბა....