დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელების შემთხვევაში დაიწყება.
“როცა სიტუაცია მოითხოვს, დაიწყება აგრესიული ტესტირება. ეს განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეულის მერე, უფრო ფართო გავრცელებისას”, – უთხრა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.