“ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება. შეთანხმება რაზეც იყო, შეთანხმების ტექსტში წერია. ტექსტში წერია, რომ ამ პროცესზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა გამორიცხული უნდა იყოს. შესაბამისად, მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ პროცესის პოლიტიკური გავლენა მოვახდინოთ. ეს დოკუმენტი სწორედ ამაზე მიუთითებს და არა საპირისპიროზე, რასაც ოპოზიცია ამტკიცებს“
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის მოდელზე შეთანხმდა. ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.