ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 722222.

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....