ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ზოგადი წარმოდგენა მაქვს როგორც კონსტიტუციაზე, ისე სისხლის სამართალზე, მაგრამ სურვილიც არ გამაჩნია ამ დარგში სიღრმეებში შევიდე” – ქადაგიძე

ქადაგიძე

“25 წლის განმავლობაში სისხლის სამართალს არ შევხებივარ და შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს”,- ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრს, გიორგი მშვენიერაძის კრიტიკას, რომლის მიხედვიდაც ნინო ქადაქიძე არაკომპეტენტური მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გიორგი მშვენიერაძემ ნინო ქადაგიძეს ის კითხვები შეახსენა, რასაც მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში ჩატარებულ გასაუბრებაზე ვერ უპასუხა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მას აქვს ზოგადი წარმოდგენა სამოქალაქო და სისხლის სამართალზე, მაგრამ ის არის ძლიერი სპეციალისტი მის დარგში – ადმინისტრაციულ სამართალში.

ამასთან, ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ვერავინ მისცემს შენიშვნას, რომ ის თავის დარგში კვალიფიციური სპეციალისტი არაა.

“მე ვფიქრობ და მჯერა, რომ მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული მოსამართლე შეძლებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. 25 წლის განმავლობაში სისხლის სამართალს არ შევხებივარ და შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს იმიტომ, რომ მე ყოველთვის მსურდა ძლიერი სპეციალისტი ვყოფილიყავი ჩემს დარგში. ვერავისგან ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ მე ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი. აქვე გიდასტურებთ, რომ მე არასდროს, არცერთ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ სისხლის სამართალი ვიცი, არცერთ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ მე ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტი. ბუნებრივია, ზოგადი წარმოდგენა მაქვს როგორც კონსტიტუციაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ისე სისხლის სამართალზე და მის ძირითად პრინციპებზე, მაგრამ მე სურვილიც არ გამაჩნია ამ დარგში სიღრმეებში შევიდე. რადგან ერთი მიმართულება ავიღე, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ სწორედ იმ მიმართულებით მივაღწიო ჩემს სრულყოფილებას”,- განაცხადა ქადაგიძემ.

იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს  უსმენენ, გიორგი მშვენიერიძემ მისი კომპეტენცია ეჭქვეშ დააყენა. როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, “კანდიდატის არჩევის პროცესში იყო ისეთი ფუნდამენტური კითხვები, რომლებსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც პასუხობენ”, თუმცა ქადაგიძემ ამ შეკითხვებს ვერ უპასუხა.

 

იტვირთბა....