ახალი კორონავირუსის გამო, ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ტაჯ მაჰალი ვიზიტორებისთვის დახურულია. ამის შესახებ „ტვიტერში“ ინდოეთის ტურიზმის მინისტრმა, პრაჰლად სინგჰ პატელმა დაწერა.
ინდოეთის მიერ “კოვიდ-19”-ის პრევენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არეალიდან ჩასულმა ყველა პირმა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქემაც ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს.
ქვეყანამ შეაჩერა ტურისტული ვიზების გაცემაც.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ახალი ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.