ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“კორონავირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება” – ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს.

ამის შესახებ The Guardian დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებულ, საიდუმლო მასალაზე დაყრდნობით წერს.

როგორც მასალებიდან ირკვევა, ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება და როგორცჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვარაუდობენ, მომდევნო ერთ წლის განმავლობაში ბრიტანელების მოსახლეობის 80 პროცენტი დაინფიცირდება.

ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 391 შემთხვევა ფიქსირდება. ხოლო, ვირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....