ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში კატასტროფის ბრიგადის ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, მედპერსონალი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში,  – ერთმანეთს ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ავტოავარია, რომლის შედეგადაც მედპერსონალი დაშავდა, დიღომში, რობაქიძის გამზირზე წუხელ მოხდა.

imedinews-ი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია მძღოლი, ექიმი და ექთანი.

როგორც “მეტრონომს” შინაგან სქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....