ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისე მეიმედებით, რომ არც კორონასი მეშინია და არც არანაირი ინფექციის”- გრიგოლია ცერცვაძეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ტვ “პირველის” ეთერში “დღის ამბებში” სტუმრობისას დაბადების დღე მიულოცეს და მას გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ მას ტორტი მიუტანა და დაბადების დღე მთელი სარედაქციო კოლეგიის სახელით მიულოცა.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, მოსახლეობა პროფესიონალი ექიმების იმედზეა და არანაირ ინფექცია საშიშროებას არ წარმოადგენს.

“გილოცავთ დაბადების დღეს, გვიყვარხართ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. მინდა გითხრათ მთელი კომპანიის სახელით, რომ 24 საათიის განმავლობაში რომ მუშაობთ და მაინც სულ იცლით იმისთვის, რომ  მაყურებელს მიაწოდოთ ბოლო ინფორმაცია, ძალიან გვიყვარხართ. ისე მეიმედებით, რომ არც კორონასი მეშინია და არც არანაირი ინფექციის. კორონა რას დაგვამარცხებს, როცა თქვენისთანა პროფესიონალების იმედად ვართ”,- ასე მიულოცა დაბადების დღე გრიგოლიამ.

 

იტვირთბა....