მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოძრაობის აკრძალვა ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.