ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის ფონზე შექმნილ ვითარებას ხობისა და ფოთის ეპარქიაში დახურულ ფორმატში განიხილავენ

კორონავირუსის ფონზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ხობისა და ფოთის ეპარქიაში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლები რეკომენდაციებს მიიღებენ. შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზიარების შემდგომი წესი ეკლესიებში იცვლება.

“იმისთვის ვართ შეკრებილი, რომ პრობლემას უფრო ღრმად ჩავხედოთ, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც დაგვეხმარება ამ სირთულეებთან გამკლავებაში,” – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

მამა თეიმურაზ გოგიაშვილის განცხადებით, ეპიდემიები წარსულშიც ყოფილა, თუმცა ამას საეკლესიო წირვებისთვის ხელი არ შეუშლია.

“გუშინ წირვაზე ერთჯერადი ჭიქებით მრევლი არ მომიყვანია და არც გამიფრთხილებია, იმიტომ, რომ ეს უცბად, საღამოს ტელევიზიით გავიგე, ახლა როგორც გადაწყვიტავს მეუფე, ისე მოვიქცევით. 2000 წელი, თუ გადავხედავთ ისტორიას, არ იყო ასეთი ეპიდემიები? არც წირვა შეჩერებულა, არც ერთჯერად კოვზებზე არ ყოფილა საუბარი, ეს რაღაც გარკვეული ჯგუფებია ეტყობა, რომლებსაც ეკლესიაში უნდა რაღაც შფოთვა შემოიტანოს,” – განაცხადა მამა თეიმურაზ გოგიაშვილმა.

როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით სინოდის სხდომა დაინიშნოს და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა იმსჯელონ.

 

იტვირთბა....