„მინდა მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და დაბეჯითებით ვთხოვო, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება მათ შორის თანხმლები ბავშვებით. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული, ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება”
თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.