ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიმედოვნებ, თვითიზოლაციასთან დაკავშირებით რა ფაქტებიც მოხდა, საკმარისი იქნება, რათა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა”- ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ვინაიდან, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაზრდილია, მის წინააღმდეგ ბრძოლაში  ჯანდაცვის სამინისტროს გარდა ყველა უწყება ჩაერთვება.

მისივე თქმით, შსს აქტიურად ჩაერთო თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგის პროცესში და არაერთი შემთხვევააც დაფიქსირდა, როცა პოლიციამ მოქალაქეები იზოლირებულ გარემოში დააბრუნა.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეასრულოს სახელმწიფოსგან გაცემული რეკომენდაციები.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში გავრცელების მასშტაბები გაიზარდა და საქართველოში გავრცელების რისკი გაიზარდა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გახდება ყველა იმ პრობლემატიკის განმახორციელებელი და იმ პროცესის ზედამხედველი, რომელიც საჭიროებს ამ პროცესების ხარისხიან შესრულებას. აქედან გამომდინარე, პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა უწყება, თავისი პასუხისმგებლობის კუთხით, უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული და ხარისხიც იქნება გაუმჯობესებული. მას შემდეგ, რაც შსს სამინსიტრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში, გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც მათი მხრიდან ხდება ამ პიროვნებების აღრიცხვა და შესაბამისად, კვლავ განთავსება თვითიზოლაციის ადგილებში.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ფაქტები, რომლებიც უკვე მოხდა, გახდება საკმარისი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, თუ რამდენად მნიშვნლეოვანია, დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“ ,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტვირთბა....