ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“28 პაციენტიდან 8 პაციენტთან არის დაკავშირებული პნევმონია და 8 პაციენტიდან ოთხთან იყო მძიმე შემთხვევა”

ამ ეტაპზე 28 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ამ  28 პაციენტიდან 8 პაციენტთან არის დაკავშირებული პნევმონია და 8 პაციენტიდან ოთხთან იყო მძიმე შემთხვევა, მძიმე პნევმონია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ  “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ეზუგბაიას განცხადებით, ამ პაციენტების მდგომარეობა არსებულ მკურნალობას დაემორჩილა და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა.

“პროგრესირება ხდებოდა თავიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, სტაბილიზაციის მერე  უკვე გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ მათთან დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება. დანარჩენი პნევმონიები საშუალო სიმძიმით შეფასდა. მათთან არ შეინიშნებოდა მკურნალობის ფონზე დაავადების პროგრესირება.  მათი მდგომარეობა დღეისათვის უკვე გაუმჯობესებულია.დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით იყო გამოვლენილი, სხვადასხვა კლინიკური სიმპტომებით. მათი მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდა. დაავადება არც მათთან პროგრესირებდა. სტაბილური იყო მთელი შემოსვლიდან დღემდე პერიოდში და იმედი გვაქვს დიდი ალბათობით, რომ ამ პაციენტებთანაც გამოსავალი გვექნება კარგად”, – განაცხადა მარინე ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევა დადასტურდა.

 

იტვირთბა....