ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორან „მთვრალი ალუბლის“ ორი თანამშრომელი კორონავირუსის სიმპტომებით, თბილისში გადაიყვანეს

გუდაურში მდებარე რესტორან „მთვრალი ალუბლის“ ორი თანამშრომელი კორონავირუსის სიმპტომებით, თბილისში შემოწმებაზე გადაიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

ასევე , სოციალურ ქსელში გავრცელდა რესტორან „მთვრალი ალუბლის“ თანამშრომლის, მირანდა ესაკიას სტატუსი. მისი ინფორმაციით, 3 ჩეხ ტურისტს, რომლებიც ყოველდღე სტუმრობდნენ „მთვრალ ალუბალს” კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

ამ დროისთვის რესტორანი “მთვრალი ალუბალი” დაკეტილია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....