ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთი, ეგვიპტე და გაერთიანებული საამიროები პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად 46 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ერთად ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკური ვითარების გამო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 46 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ.

“სიენენის” ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 100 მილიარდი დირჰამი (27 მილიარდი დოლარი) უკვე გამოყო ბიზნესის ხელშესაწყობად. გაერთიანებულ საამიროებში ჯამში კორონავირუსის 86 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ქვეყანამ კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად 13 მილიარდი დოლარი გამოყო, ეგვიპტემ – 6.7 მილიარდი.

ეგვიპტის პრეზიდენტმა, ბასამ რადიმ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ოფიციალურად დაწერა, რომ გამოყოფილი თანხა ფინანსური გეგმის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, ეგვიპტეში დროებით დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები.

ეგვიპტეში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საუდის არაბეთში – 103.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირება 157,664 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან დღეისათვის 75 954 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 846 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....