იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინძო აბე აცხადებს, რომ, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში გაიმართება.
„ჩვენ გავუმკლავდებით ინფექციის გავრცელებას და უპრობლემოდ ჩავატარებთ ოლიმპიადას, როგორც ეს დიდი ხანია დაგეგმილია”, – განაცხადა შინძო აბემ.
შეგახსენებთ, უფრო ადრე დაიწერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მაისში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაიმართება თუ არა წელს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.