სამხრეთ კორეაში კორონავირუსისთ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 107 შემთხვევა გამოვლინდა – ეს 22 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ვირუსით ინფიცირებით 107 შემთხვევიდან 62 ქალაქ დეგუში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, ჯამში სამხრეთ კორეაში ვირუსით 8 086 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილი კი – 72 ადამიანი.