პურის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქტი მაღაზიებს მთლიანად შეფუთულ მდგომარეობაში უნდა მიაწოდონ, -ამის შესახებ რეკომენდაციას მომხმარებელთა ფედერაცია და სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.
სეს-ში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებს მანამდეც გასცემდნენ, თუმცა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და მაღაზიების მეპატრონეებმა დაიცვან თავიანთი და სხვების ჯანმრთელობა.
„ადამიანები არჩევის დროს ეხებიან პროდუქტს, შემდეგ კი ამას სხვა მომხმარებელი ყიდულობს. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და მოახდინონ შეფუთული პურის რეალიზაცია“, – განაცხადა მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძემ.