ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარსელიდან ჩამოფრენილი ქართველები საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს

ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  მარსელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ქუთაისის აეროპორტიდან ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

12 მარტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან ჩამოვიდნენ, სპეციალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გადაყვანილი იქნენ ერთ-ერთ საკარანტინო ცენტრში, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მოხდა მათი გადაყვანა კომფორტული ავტობუსებით.

საკარანტინო ცენტრში ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა შესაბამისი პირობით, რათა მათ კომფორტულად იგრძნონ თავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას დაემატა სხვა ქვეყნებიც.

შესაბამისად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც  გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....