მთავარი ციტატა

“ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეუწყვეს ხელი სასამართლოში იმ კლანის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა თავად ებრძვიან”

“ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის იდეები იგივეა, რაც თენგიზ კიტოვანის მიერ დაცული კანონიერი ხელისუფლება. პირველ რიგში, გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეიქმნა პრობლემები სასამართლოში და თავად როგორ შეუწყვეს ხელი იმ კლანის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა ებრძვიან. ორივე მოძრაობა პირველ რიგში უნდა გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეექმნა ის უნდობლობა და კრიზისი სასამართლო ხელისუფლებას, რომელსაც ახლა გამობრძანდნენ და ებრძვიან”.

ანა დოლიძე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

დღეს 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა.  მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას.

იტვირთბა....