ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სუპერლიგისა და “ა” ლიგის მიმდინარე მატჩები შეაჩერა

კორონავირუსის გამო საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სუპერლიგისა და “ა” ლიგის მიმდინარე მატჩები შეაჩერა. ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2 მარტიდან შეაჩერა ყველა ასაკობრივი ლიგა და იმავე დღიდან სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩები მიმდინარეობდა მაყურებლის გარეშე. საქართველოს კალათბურთის ფედერციის გამგეობის სხდომა, ასევე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით გუნდებთან შეხვედრა გაიმართება აქამდე დაგეგმილი თარიღის შესაბამისად – 16 მარტს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასევე მოუწოდებს იმ ქართველ კალათბურთელებს, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო სამშობლოში ბრუნდებიან, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ყველა რეკომენდაცია და პროცედურა დაიცვან” , – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

იტვირთბა....