კორონავირუსის გამო, მომდევნო კვირაში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.
შეზღუდვები შეეხო 17 და 18 მარტს დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებს და 19 მარტს დაგეგმილ ევროპა ლიგის მერვერდფინალის საპახუხო მატჩებს. ასევე 17 და 18 მარტს დაგეგმილ უეფას ახალგაზრდული ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებს.