ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული გემებს და ეკიპაჟის წევრებს ნაპირზე ჩამოსვლა ეკრძალებათ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სერთიფიკატების მოქმედების ვადას უხანგრძლივდებათ.

ამის შესახებ განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. ივანე აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ მეზღვაურებს სერტიფიკატების მოქმედების ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდებათ.

ამასთან, როგორც აბაშიძე ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოსული მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსულ გემებს და ეკიპაჟის წევრებს ნაპირზე ჩამოსვლა ეკრძალებათ.

“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოწერას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გაუხანგრძლივებთ სამი თვით სერთიფიკატების მოქმედების ვადას, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება.

ნავსადგურებში, ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოსული მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან  გემებს და ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ ნაპირზე ჩამოსვლა და კომუნიკაცია,“ – განაცხადა ივანე აბაშიძემ.

იტვირთბა....