საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის არ არსებობს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა კონკრეტულ გამოწვევას მიჰყვება და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ღონისძიებებს ამკაცრებს.
„თუ დავაკვირდებით იმ ღონისძიებებს, რაც ჩვენ გავატარეთ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოგივცხადებია, მაგრამ ეს ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს რამოდენიმე კვირაა და ვატარებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და ამის გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.