ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ ძლიერი და დიდი”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადია, რომ ახალი ტიპის ვირუსი ეკონომიკას საკმაოდ ძლიერ დარტყმას მიაყენებს და ამისთვის მთავრობამ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ რიგში ძლიერი დარტყმა მიადგება ტურიზმის სფეროს, ამიტომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამ სფეროს ფინანსური რესურსი დარჩეთ.

“ყველას გვესმის, რომ ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ დიდი. მთავრობა სრულიად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას მივეხმაროთ და ეს დარტყმა შევარბილოთ. მთავარია, ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე ზეგავლენა იყოს დაგეგმილი.

პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლები იყო ჩვენი ეკონომიკის ძირითადი დრაივერი, ანუ ტურიზმის სფერო.  ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ შეძლონ როგორც მიღწევების შენარჩუნება, ასევე, სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავს კომპანიებს მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს”,-აცხადებს გიორგი გახარია.

 

იტვირთბა....