ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და  საშემოსავლო გადასახადებს პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს, ასევე საექსკურსიო საქმიანობით და კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებულ კომპანიებზე.

„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს – პირველ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება გადასახადის 18 000 გადამხდელს და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....