მთავარი ციტატა

“უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე”

“უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან”.

ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი

20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა.  მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას.

იტვირთბა....