„დღეს მართლაც არის ისტორიული დღე იმიტომ, რომ პირველად საქართველოში მოხდა, რომ ამხელა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება მართლმსაჯულების რეფორმაზე. მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც სამ მნიშვნელოვან გარანტიას მოგვცემს ქვეყანაში. პირველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება დაცული ამ ქვეყანაში.მეორე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური დევნა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. მესამე, ინვესტორებს, ქართულ ბიზნესს ექნება გარანტია, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სამუშაო ადგილი, ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში და მათ ვერავინ შეეხება”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
შეგახსენებთ, დღეს, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა.