ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან 7-ს პნევმონია აღენიშნება, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა”- ეზუგბაია

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევიდან ინფექციურში ამ დროისთვის 22 პაციენტია.

ეზუგბაიას ცნობით, 22 პაციენტიდან 7-ს აღენიშნება პნევმონია. მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს.

ეზუგბაიას განცხადებით,  აქ გადის მკურნალობას 25-ე პირიც, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინეს.

მისივე თქმით, პაციენტი კონტაქტში იყო იტალიიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ ჯგუფთან და ის ითვლება პირველი გენერაციის დაინფიცირებად.

“ჩვენთან წევს 42 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 22-ია, ქვეყანაში 25. ეს პაციენტი არის არსებული წყაროებიდან, ერთ-ერთი იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირი. ჯანდაცვის ჯგუფი რომელიცაა, იქ არსებული კონტაქტი. შემოტანილ შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ ამ პირველ გენერაციას და ეს არის კარგი,” – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, გუშინ 21 ადამიანის ტესტირება 3 ეტაპად ჩატარდა. პირველი ორი ეტაპის ტესტირებაში გამოვლინდა 1 დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი, დღეს კი კიდევ 7 ადამიანის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი იმყოფება.

იტვირთბა....