ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 მოქალაქე იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 მოქალაქე იმყოფება. მათგან  35 საქართველოს მოქალაქეა, ოთხი – უცხო ქვეყნის.

კარანტინში იმყოფება 10 სამხედრო მოსამსახურეც.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 4 ადამიანის ანალიზებს გააგზავნიან. მისივე თქმით, კარანტინში მყოფი ყველა ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმ მოქალაქეებს, კი რომელთაც 14 დღიანი კარანტინის ვადა დაასრულეს, ხვალ და ზეგ გაწერენ.

 

იტვირთბა....