დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუკგვერდი, რომელიც რეალურად მის პირად გვერდს არ წარმოადგენს.
“”სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქ გვერდი. მადლობას ვუხდით კეთილის მსურველებს ამ გვერდის გაზიარებისთვის და მოწონებისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს. ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.