ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს, პიტერ დუტონს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მინისტრმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა და აღნიშნა, რომ ვირუსის სიმპტომების შემდეგ, ტესტის ჩატარება გადაწყვიტა.
პიტერ დუტონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავსტრალიაში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 123 შემთხვევა ფიქსირდება.