კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს, სოფი ტრუდოს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პრემიერ მინისტრიც და მისი მეუღლეც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფი ტრუდოს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.
კანადაში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 109 შემთხვევაა დაფიქსირებული.