მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ – გვერდზე წერია.
კლუბის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.
“დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, – წერია კლუბის განცხადებაში.