ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელის თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, კარანტინში იმყოფება.
კრიშტიანო ჩრდილო იტალიაში არ დაბრუნებულა და შინ, მადეირაში კარანტინში იმყოფება.
რონალდო სამშობლოში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც მცირე ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.
„ინტერის“ წინააღმდეგ 8 მარტს გამართული მატჩის წინ, რონალდო და რუგანი „იუვენტუსის“ გასახდელში ერთად იყვნენ და მატჩის შემდეგ გუნდური ფოტოც გადაიღეს. იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების არე ვიწრო იქნება, რადგან რუგანი მატჩის დასრულებამდე სათადარიგოთა სკამზე იყო და შესაბამისად, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.