ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშს, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ეხება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება და საქართველოს ეხება, ხელისუფლების მხრიდან დეტალურად არის შესწავლილი.
“სახელმწიფო დეპარტამენტის არა მხოლოდ ეს, არამედ ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის დეტალურად შესწავლილი ჩვენი მხრიდან. ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის გაანალიზებული და ეს კონკრეტული ანგარიში მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ ადგილას გაჩერდეს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53-გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა მიმოხილული.